ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ვეტო ვეტოსთვის და მას აუცილებლად დავძლევთ

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა „აგენტების კანონში“ ერთი შესწორებაც კი ვერ შეიტანა, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთი დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტი სამართლებრივად გამართულია.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „ვეტო არის ვეტოსათვის“ და ის უფრო პოლიტიკურ კინკლაობას ჰგავს.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება და შეხედავს, თუ რა სამართლებრივ შეფასებას მიეცემა კანონს.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუკი იქნება საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტები, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ შენიშვნებზე. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი,“ - აცხადებს ქადაგიშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების შესახებ კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო.