საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ,,აგენტების შესახებ" ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნაში პოლიტიკური მოტივაციები უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი.
„პირველადი შეფასებიდან ჩანს, რომ ამ დასკვნაში პოლიტიკური მოტივაციები უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი. არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯება - ამას უზუსტობასაც ვერ დავუძახებ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ეს არის ამ ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრად მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.