ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს კანონი არსებული ფორმით

ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრად მოუწოდებს ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისია ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

„ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს (საქართველოს პარლამენტს) კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე", - აღნიშნულია დასკვნაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „აგენტების კანონის“ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა.