ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვერშბოუ: ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა, იმედი მაქვს მის ვეტოს გაითვალისწინებენ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ,,აგენტების შესახებ" კანონის მიღება, შეცდომა იყო.

ვერშბოუ ,,ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს.

ვერშბოუ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებები, ნატოში მისი ინტეგრაციის შანსებს ამცირებს.

,,სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.

აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ.

ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ დემოკრატიული ცვლილება არის ძლიერი ფაქტორი, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ საქართველოზე. მაგრამ ძლიერ გვაწუხებს, რომ თავად საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს",- აცხადებს ვერშბოუ.