ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო საგარეო უწყება: საქართველოს შემადგენლობაში არასდროს დავბრუნდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი სამომავლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა.

პრემიერის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება.

„საქართველოსთან შეერთებაზე ყოველგვარ მსჯელობას უადგილოდ მივიჩნევთ. „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის. ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არ გადაიხედება. ჩვენ ვირჩევთ რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაძლიერების გზებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.