ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოსკოვი საფრანგეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, ისინი რუსეთის არმიის სამიზნე გახდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ საფრანგეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის, ისინი რუსეთის არმიის სამიზნე გახდებიან. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ფრანგები კონფლიქტის ზონაში თუ გამოჩნდებიან, ისინი აუცილებლად გახდებიან სამიზნეები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის მტკიცებულებები პარიზს უკვე აქვს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.