ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა გოგოლაშვილი: ვფიქრობ, უკვე მომწიფდა პარტიებში ის აზრი, რომ ცალ-ცალკე არ შეუძლიათ დაამარცხონ „ქართული ოცნება“ და ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია, ყველამ რაღაც დათმოს

ვფიქრობ, უკვე მომწიფდა პოლიტიკურ პარტიებში ის აზრი, რომ ცალ-ცალკე მათ არ შეუძლიათ დაამარცხონ „ქართული ოცნება“, თავისი პრორუსული ტენდენციებით და ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია, ყველამ რაღაც დათმოს, - ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და რონდელის ცენტრის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა TV24-თან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტიის“ შეფასებისას განაცხადა.

„ხშირად ამბობენ, რომ აი, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს და ა.შ. თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში, ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ თუ ჩვენ სუვერენიტეტის რაღაც ნაწილს არ დავთმობთ კოლექტიური სუვერენიტეტისთვის, ჩვენ ცალ-ცალე ვერ გავიმარჯვებთ, ჩვენ ცალ-ცალკე დაგვამარცხებენ. ამაშია საქმე“, - ამბობს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი პროგრამების, თავისი შეხედულებების, თავისი მიდგომების რაღაც ნაწილი უნდა დათმონ ერთმანეთის სასარგებლოდ და გაიზიარონ საერთო მიდგომები.

„მათ უნდა მიიღონ საერთო გადაწყვეტილებები. ძალიან სწორი იყო პრეზიდენტი, როცა თქვა რომ ეს მათი გადასაწყვეტია - გააერთიანებენ სიებს, თუ ცალ-ცალკე რაღაც უფრო ვთქვათ გაძლიერებულ ცენტრებს შექმნიან რამდენიმეს. მთავარია, რომ მათ მოახერხონ ერთად კოორდინირება ბრძოლის.
საქმე იმაშია, რომ ევროპაში პრაქტიკულად უმეტესობა ქვეყნებში ფუნქციონირებს კოალიციური მთავრობები და კოალიციური გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტებში, ანუ ცალკე არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ მათ სჭირდებათ, გარკვეულწილად, განაწილება, ასე ვთქვათ, ფუნქციების, სხვადასხვა პარტიებთან და ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღება. ასე უნდა მოხდეს საქართველოში. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ კომპრომისებს, შევეჩვიოთ ერთმანეთთან გარიგებას, შევეჩვიოთ შეთანხმებას გადაწყვეტილებებზე, და ამაზეა საუბარი. ეს არის ევროპული მიდგომის დანერგვა საქართველოში.

ძალიან ხშირად მომხდარა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში ყოფილა ძალიან ხშირად, როდესაც პარლამენტი დაშლილა ძალიან სწრაფად - ერთ წელიწადში, უფრო ნაკლებშიც. თუ, ვთქვათ, არსებობს რაღაც კრიზისი ქვეყანაში, რომელიც უნდა დაიძლიოს კონკრეტული რეფორმების შედეგად და ამისთვის საჭიროა დავიწყება იმისა, თუ რა იდეოლოგიურ საწყისებზე არიან პარტიები, რა აქვთ ძალიან გრძელვადიანი კონკრეტული პროგრამები, როგორი რეფორმირება უნდათ ქვეყნის, მაგრამ რაღაც კონკრეტული პრობლემა არის გადასაწყვეტი, ამისთვის შეიძლება მოკლევადიანი, ან საშუალოვადიანი პარლამენტი შეიქმნას, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ დაიშლება და თავიდან გამოცხადდება არჩევნები“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.