ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები.
მარგუს ცაჰკნამ, ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაცია შემაშფოთებელია.
„ჩვენ ვაპირებთ საქართველოს საკითხის დაყენებას. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან მკაფიო იყოს რეაგირება. ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას სარგებელი სავიზო თავისუფლების და ნებისმიერი სახის მხარდაჭერის კუთხით, ასევე ქვეყანა ოფიციალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზისადმი არ არის უპირობო. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას 9 ნაბიჯი“, — განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, „აგენტების კანონის" გამო, საქართველოში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.