ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შამბა კობახიძეს ეხმიანება: საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას არ ვაპირებთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „აფხაზებთან და ოსებთან ერთად - საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

TASS-თან საუბრისას შამბამ განაცხადა, რომ საქართველოსთან კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას არ აპირებენ.

„მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ასეთია და ეს ჩვენთვის არანაირი სიახლე არ არის. აფხაზეთს თავისი ამოცანები აქვს, ესენია - დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, განვითარება და სახელმწიფოებრიობის გამყარება", - აღნიშნა შამბამ.