ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, კატრინ გერინგ-ეკარდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.
„ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, ვხედავთ თქვენს ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, - წერს კატრინ გერინგ-ეკარდი X-ზე.
People of Georgia, we see you, we see your fight for democracy and a European future!
— Katrin Göring-Eckardt (@GoeringEckardt) May 27, 2024
🇪🇺🤝🇬🇪 https://t.co/BcKXegKrto