არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით“, – წერს გიტანას ნაუსედა.
Dear Georgian people, we hear you & stand with you in your struggle for the European future of #Georgia.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 14, 2024
Nobody has the right to take your European dream away.
Nobody has the right to silence the will of the people to live by 🇪🇺 values.