ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. გიტანას ნაუსედამ ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა.
„მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპულ აქციის მონაწილეებზე თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკან ხევს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება მათ ეს წაართვას”, – წერს ნაუსედა X-ზე.
I strongly condemn violent attacks on pro-European protesters by Georgian authorities.🇬🇪 government is pushing the country into a backslide& undermining its 🇪🇺 perspective. #Georgia belongs in Europe.🇬🇪 people chose European future& nobody has the right to take it away from them.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 2, 2024