ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩერგოლეიშვილი: „ევროპული საქართველო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას - წლებია უკვე ვსაუბრობთ, რომ ერთობა უნდა შედგეს კონკრეტული შინაარსის გარშემო

„ევროპული საქართველო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას და არის კმაყოფილი, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, წლებია უკვე ვსაუბრობთ, რომ ერთობა უნდა შედგეს კონკრეტული შინაარსის გარშემო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გასაგები იყოს ამომრჩევლისთვის, რა ერთობაზეა საუბარი, ამ ყველაფერს შინაარსი უნდა ჰქონდეს.

„ნებისმიერი ერთიანი სია მიმაჩნდა ბიძინასთან სწრაფი მარცხის ფორმულად და მეორე - იმიტომ რომ ერთიან სიას და ტექნიკურ მთავრობას სააკაშვილ - კეზერაშვილის ტროას ცხენად განვიხილავ და ნამდვილად არ მქონდა სურვილი ქართველი ხალხის ნებით - რომ გახდეს ევროპული სამყაროს წევრი, ბოროტად ისარგებლოს ვინმემ და ოლიგარქია ოლიგარქიით, ან სულთანისტური რესპუბლიკით ჩანაცვლდეს.

ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მიხარია, რომ მოიკვეთა ამ ყველაფერში და საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შევთანხმდეთ შინაარსზე. ახლა რაც შეეხება იმას რაც გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრში პარლამენტის საკითხმა, ჩემთვის ეს გასაგებია. მე შეიძლება არ ჩამეწერა იქ ჩემი ნება რომ ყოფილიყო ის, რომ არჩევნები გამოცხადდება უფრო ადრე, იმიტომ რომ პარლამენტში თუ ხარ, ეს კრიზისი ისედაც შეგიძლია შექმნა და წინასწარ ამას სადავოს არ გავხდიდი, მეორე მხრივ, პრეზიდენტსაც მესმის.

ასევე არ მესმის, საიდან მოვიდა და რას ინტერპრეტირებენ, ვთქვათ, იქ რაღაც ტექნიკური მთავრობის იდეად. იმიტომ რომ პრეზიდენტი რადგან გარანტორია ამ ყველაფრის, გასაგებია, რომ ითხოვს მის მონაწილეობას, პასუხისმგებლობა როგორ აიღოს თუ მთავრობის დანიშვნის პროცესზე გავლენა არ ექნება, ხომ? ამიტომ ჩემთვის ეს მოთხოვნა ბუნებრივია და მან უბრალოდ თქვა ძალიან მკაფიოდ, რა იქნება მისთვის გადამწყვეტი კონსულტაციებისას მთავრობაზე. პროფესიული ნიშნით დათანხმდება და არა პარტიული წონის და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს როლი არ ექნებათ, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ის მთავრობა და მანდატი ვისაც ექნება, იმან უნდა მისცეს ხმა და ეს რა სისულელეა საერთოდ.

ამომრჩევლის დაკვეთა იყო ერთობაზე, ჩვენ იმის დემონსტრაციას ვაკეთებთ, როგორი ერთობა მიგვაჩნია რეალისტურად, მიხარია, რომ პრეზიდენტიც იგივე აზრზეა და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამაც გამოხატა. მეცინება იმ პარტიებზე, რომლებიც აქამდე ყვიროდნენ, რომ რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპებაო და ახლა დადგნენ უცებ, გასწორდნენ წელში და დაიწყეს მიერთება, მაგრამ პოლიტიკის ხიბლიც ამაშია, ხომ? ქვეყანა იმიტომ იღუპებოდა, რომ პოლიტიკას შინაარსი არ გააჩნდა აქამდე და პოლიტიკურ სპექტრს ამოცანები არ ჰქონდა და პრეზიდენტმა შექმნა ეს შესაძლებლობა. სხვათა შორის, მე პრეზიდენტს არ ვწყალობდი დიდად, სანამ ბიძინა ივანიშვილს ღიად თავს არ დაესხა და არ ამხილა ის ღიად თავის დანაშაულებრივ ქმედებებში.

შეიქმნა სამკუთხედი. ჩვენ გვჭირდებოდა ამ სამკუთხედის შეკვრა. პირველი - ის, რომ ხალხი არის ქუჩაში. ჩვენ გუშინაც დავინახეთ რამდენი ხალხი იყო ქუჩაში, ამ ხალხის დაკვეთა არის ევროპული რესპუბლიკა, ხომ? ევროპული რესპუბლიკა ცარიელი სიტყვები ხომ არ არის, ესე ყველას უნდა ევროპული რესპუბლიკა ასე ლამაზად, ხომ? კონკრეტულ სისტემას გულისხმობს და პრეზიდენტმა ეს სისტემა გარკვეულწილად გაამზადა, ახლა ამის მიღმა უამრავი... ყველაფერს კი არ ვეთანხმები, მაგრამ ბუნებრივია რომ ამდენი პარტია როცა თანხმდება, რაციონალურია რომ კომპრომისის სივრცე დატოვონ, დანარჩენი უკვე ჩვენს პოლიტიკურ წონაზეა დამოკიდებული, ამაზე შორს სად წავალთ“, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.