სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის პრესცენტრში გაკეთდა.
სამედიცინო კომისიამ დაადასტურა, რომ ფიცოს მდგომარეობა „თანდათან უმჯობესდება“. პრემიერ-მინისტრი კვლავ ბანსკა, ბიტრიცას სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.