სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
არსებული ცნობით, მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. „შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფიცოს მიმართულებით 4 ტყვია გაისროლეს, ერთი კი მუცელში მოხვდა.