ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზატულინი: არ მესმის, როგორ აპირებს კობახიძე 2030 წლამდე აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმად, ქვეყანა აპირებს 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას, დასავლეთის წინაშე თავის მართლების სურვილს უკავშირდება, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი საუბრობს.

ზატულინს უკვირს, როგორ დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან.

„არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დაიბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან, ნამდვილად არ მესმის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს”, - განაცხადა ზატულინმა.

რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღის გამოწვევაში დიდი როლი „აგენტების კანონმა“ იქონია.

„ეს გამოწვეულია სავარაუდოდ, იმ შიდაპოლიტიკური ბრძოლებით, რაც საქართველოში უცხოელი გავლენების აგენტების კანონის მიღების შემდეგ გამწვავდა. ეს ასევე უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების სურვილს აჩვენონ, რომ ისინი რუსული გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან, რადგან მათ მიიღეს კანონი დასავლეთის აზრის მიუხედავად. ისინი თავს იმართლებენ ოპოზიციასთან და დასავლეთთან”, - განაცხადა ზატულინმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად".