ჩვენს ყოველდღიურობად იქცა სასამართლოში, როგორც ამ დაკავებული პირის საქმეების შეტანა, ასევე დაბარებები სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. სრულიად გაუგონარი და დაუსაბუთებელი შემთხვევები გვაქვს საქმეზე, - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ პატარიძემ TV24 -თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები ადმინისტრაციულ სახელ დადებულები ხდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე იმყოფებოდნენ.
„პირველ რიგში ვისაუბრებ საბჭოთა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელსაც წლებია უკვე, ხელისუფლება სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების მართვის მიზნით იყენებს და არც რუსულ კანონთან დაკავშირებული აქციები ყოფილა გამონაკლისი, უფრო მეტიც, უკვე მასშტაბური სახე მიიღო ამ მუხლების გამოყენებამ. არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ საბჭოთა კოდექსი გაეუქმებინა და მიეღო ადამიანის უფლებების დამცავი კანონმდებლობა და ამ უფლებებზე ორიენტირებული ნორმები. რომელ კანონიერ მოთხოვნაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ადამიანები ადმინისტრაციულ სახელ დადებულები ხდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ ნაწილს, დღესაც არიან პირები დაბარებულები მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოკითხვაზე და ამ შემთხვევაში სრულიად კომიკურიც კი არის ის შეკითხვები, რასაც გამომძიებელი უსვამს პირებს. ეს არის: გაიხსენეთ თქვენი ერთი დღე აქციაზე და აი, ამაში ცდება სახელმწიფოს რესურსები და ცხადია, ეს ყველაფერი სრულიად გასულია სამართლებრივი სივრციდან და ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს საპროტესტო მუხტის შესუსტება და დააშინონ ეს ადამიანები“, - განაცხადა პატარიძემ.