პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ მომზადებულ „ქართულ ქარტიას“ ბრიუსელში პარტნიორებს წარუდგენს.
ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში.
"ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ ქართულ ქარტიას და ახალ პოლიტიკურ მოდელს, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს „ქართული ქარტია“ წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.
I will present #GeorgianCharter and the new political model to our partners in Brussels to restore the EU accession process and open negotiations as soon as possible.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 27, 2024
I believe the Georgian people are ready to take a new step and enter Europe at an accelerated pace! 🇬🇪 🇪🇺 pic.twitter.com/fhXDuy6EtV