ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხვალ, 11:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 28 მაისს, „აგენტების კანონზე“ ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან.

როგორც მოძრაობა „დაფიონი“ სოციალურ ქსელში წერს, დილის 11:00 საათიდან, ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა.

„ხვალ 28 მაისს, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან დილის 11 საათიდან. ხვალ არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა.

პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის მანძილზე, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ "რუსულ ოცნებას" მოდუნების საშუალება.

თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხვალინდელმა აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით.

ამ ეტაპზე, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად

შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ“,- წერია მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

აქცია იგეგმება საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათზეც. „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!“ - აღნიშნული ლოზუნგით სამოქალაქო საზოგადოება აპირებს, საკუთარი ხმა გარედან გააგონოს უმრავლესობის დეპუტატებს.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „აგენტების კანონზე“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 28 მაისს უნდა გავიდეს.