საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება, წერს france24.
შეკითხვა უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორების შესაძლო ჩასვლაზე კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლეჰსანდრ სირსკიმ მედიას განუცხადა, რომ ოფიციალურ პარიზს საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და პირველი ჯგუფი უკრაინაში მალე ჩავიდოდა, რათა ადგილზე შეესწავლა უკრაინის სამხედრო-სასწავლო ცენტრებში არსებული გარემო და პირობები.
„ისევე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად ბევრ სხვა სფეროში, საფრანგეთი გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას. განსაკუთრებით ჩვენი მეგობრების ზუსტი საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადეს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.