საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე Nike-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მფლობელობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, Nike-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი Nikes-ს ლოგო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.