უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს.
მანამდე უკრაინის ლიდერი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მადრიდსა და კიევს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.