ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი ქვეყნის გადაწყვეტილება პალესტინის დამოუკიდებლად აღიარების შესახებ 28 მაისს ძალაში შევიდა. დღის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ განცხადებებს გააკეთებენ ესპანეთსა და ირლანდიაშიც.

სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ქვეყნების შიგნით შესაბამისი იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ ევროპის სამმა ქვეყანამ - ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ორი დღის წინ შესაბამისი დოკუმენტი უკვე გადასცა პალესტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან მუჰამედ მუსტაფას. ნორვეგიელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ თუკი ნორვეგიას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ, ეს ძლიერ იმპულსს მისცემს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესს.