ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებენ

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, საიმონ ჰარისის განცხადებით, სამი ევროპული სახელმწიფოს - ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე წამოიწყონ შესაბამისი იურიდიული პროცედურები პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრია, პედრო სანჩესის თქმით, ოფიციალური მადრიდის ანალოგიური გადაწყვეტილება 28 მაისს შევა ძალაში.

ნორვეგიის გადაწყვეტილება პალესტინის აღიარებაზე ძალაში დღეს შევიდა. „გადაწყვეტილება ორი სახელმწიფოს შესახებ მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა როგორც ისრაელის, ისე პალესტინისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ.

საპასუხოდ ისრაელის ხელისუფლებამ ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები გაიწვია.