ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარგუს ცაჰკნა: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს

საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს და ის თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება. ეს კანონი, რომელზედაც ვსაუბრობთ, გზის სიმბოლოა, რომელიც  ევროკავშირისკენ კი არა, მისგან შორს მდგარი გზაა.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე, რადგან კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გზის სიმბოლოა და ეს გზა არა ევროკავშირისკენ, არამედ მისგან შორსაა.

„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. არის მხოლოდ ორი არჩევანი - ევროკავშირისკენ, ან რუსული გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილებები მრავალი მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 9 ნაბიჯთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოს მთავრობამ უნდა შეასრულოს. მთავრობა ამას არ ასრულებს. იქნება ამისი შესაბამისი შედეგები.

კანონი, რაზედაც ვსაუბრობთ, არის სიმბოლო იმ გზისა, რომელსაც ადგას საქართველოს მთავრობა, რომელიც არ არის ევროკავშირისკენ მიმართული, ევროკავშირს გვერდს უვლის.

პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს“,-  განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.