ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი ბარამიძე: დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს

დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, ყველა ერთხმად - აშშ-სა და ევროკავშირში ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ არ დაძლიონ ვეტო, რადგან ეს კანონი არა უბრალოდ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკების დაწყებას, არამედ ზურგს აქცევს საქართველოს მეგობრებს მტრად აცხადებს მათ და საქართველოს უკარგავს შანსს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა.

„ქართული ოცნების” წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველი ხალხი განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად ვინ როგორ აფასებს ქვეყნის წარსულს, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, ყველას სურს მშვიდობა და სტაბილურობა, ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, განურჩევლად პარტიულობისა, დიდი თუ პატარა, დღეს ყველა ერთ მუშტად შეკრული ეუბნება არას რუსულ კანონს და ეუბნება არას იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ დაბრუნებას ემსახურება.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.