ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურა ჯაფარიძე: გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ - 5 თვე გვექნება ამისთვის

სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი - შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ, 5 თვე გვექნება ამისთვის, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ. სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი. ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი. ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ. 5 თვე გვექნება ამისთვის“, -წერს ჯაფარიძე.



დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.