მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, მან ჰაერში გაისროლა.
„გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა“, - წერს ჯაფარიძე.