„გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმაზე თავდასხმის მოხდა. ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სპიკერია.
„ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ“, - წერს ზურა ჯაფარიძე.
მანამდე თავდასხმის შესახებ განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმა ჩიქოვანმა და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერმა, ლაშა ღვინიანიძემ.