ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დანით შეიარაღებული პირი საავადმყოფოში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. შედეგად 2 პირი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა იუნანის პროვინციაში პროვინციაში მოხდა. დაშავებულებს შორის საავადმყოფოს პერსონალია. თავდამსხმელი ადგილობრივია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.