ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაკარგულად მიიჩნევა.
BBC-ის ცნობით, რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რის გამოც დატბორილ ზონაში ვითარება კიდევ უფრო გაწვავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, სულ მცირე ნახევარ მილიონ მოქალაქეს კი ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.