პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.
განსახილველ საკითხებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დაემატა.
ასევე, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ 3 საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ", პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებში.
ბიურომ კენჭსაყრელ საკითხებს საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხი დაამატა.