ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“,- წერია განცხადებაში.

მანამდე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა, უფლებადამცველების, ან მათი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს აღნიშნული მოვლენით დაინტერესებისკენ მოუწოდა.