ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირმა ზავრადაშვილი: ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო, ამიტომ დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „აგენტების შესახებ" კანონზე დადებულ ვეტოს, „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს.

ზავრადაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება შეცდომა იყო.

„სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად გაინტერესებთ, თვითონ წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა. რეალურად სალომე ზურაბიშვილს ვეტო საერთოდ არ უნდა დაედო. ერთსულოვანი იქნება ვეტოს დაძლევა.

რაც შეეხება სანქციებს, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხალხი ოჯახებით და შვილებით სწირავდა თავს და ჩვენ კანონის მიღებაზე პრობლემას რატომ შევქმნით, ეს რატომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ სასაცილოა, როდესაც კანონმდებელს რაიმე ფორმის სასჯელს უწესებ იმისთვის, რომ კანონი თავის ქვეყანაში მიიღო, რომელიც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება“, - განაცხადა ზავრადაშვილმა ,,პალიტრანიუსთან" საუბრისას.