ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზავრადაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება" მზადაა, ქვეყნის კეთილღეობისთვის ყველაფერი აიტანოს

საქართველო ისტორიაში, ქვეყნის გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოში ,,დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

ზავრადაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება" მზადაა, ქვეყნის კეთილღეობისთვის ყველაფერი აიტანოს.

,,ჩემი ოჯახი და ,,ქართული ოცნების" ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს. ჯერ კიდევ საკითხავია სანქციების ვის დაეწესება და როგორ დაეწესება.  ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მზად ვარ სანქციებისთვის. მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც",- აღნიშნა ზავრადაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.