დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის, - ასე ეხმიანება კონგრესმენი ბილ კიტინგი, ბლინკენის განცხადებას.
„გუშინ, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დავუსვი კითხვა საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ. დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის“, - წერს კონგრესმენი X-ზე.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
Yesterday during an @HouseForeign hearing I asked @SecBlinken about the Kremlin-inspired “foreign agents” legislation in Georgia. Today’s announcement of visa restrictions & bilateral relations review signals our commitment to the Georgian people who seek a European future. https://t.co/RSHItR9pAw
— Congressman Bill Keating (@USRepKeating) May 24, 2024