ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯონ ბასი: დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა - მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი 

დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი.

„როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აცხადებს ბასი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე.

ბლინკენის თქმით, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.