ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს.
ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი
„საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი. შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ყოველთვის გვერდში დაუდგება", - წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელ X-ზე.