ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მწარმოებელთა ფედერაცია: კანონის მიღების პროცესის დაჩქარებამ შეიძლება უარყოფით შედეგი მოიტანოს და საზოგადოების პოლარიზება გამოიწვიოს

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მისი დაპაუზებისკენ მოუწოდებს.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უმწვავეს სტადიაშია გადასული.

„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოვალედ თვლის თავისი პოზიცია და გამოსავლის ხედვა დააფიქსიროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის შესაძლო მიღების ირგვლივ. ვხედავთ, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონთან მსჯელობებში რადიკალურად განსხვავებული აზრები ფიქსირდება და დღეს აღნიშნული კანონის მიღება არ მიღების საჭიროების ირგვლივ ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი. დღეს კანონის განხილვის ირგვლივ შექმნილი ვითარება მიუთითებს , რომ ამ კუთხით იმაზე მეტი მსჯელობაა საჭირო, ვიდრე საწყის ეტაპზე ჩანდა.

ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონის მიღების პროცესის დაჩქარებამ შეიძლება უარყოფით შედეგი მოიტანოს და საზოგადოების პოლარიზება გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს:

- დააპაუზოს კანონის მიღების პროცესი
- თუ კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გაცხადებული მიზნები - გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულება, შესაძლებელია მიღწეული იქნეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდიფიცირების ფარგლებში - მოიხსნას დღის წესრიგიდან კანონის მიღების საკითხი
- თუ კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გაცხადებული მიზნები - გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულება, ვერ მიიღწევა არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდიფიცირების ფარგლებში - გაიმართოს დამატებითი მსჯელობა მუხლების როგორც შინაარსობრივი ასევე ტერმინოლოგიური კუთხით ამ საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს განხილვებში და ხელი შეუწყოს პროცესის კონსტრუქციულ წარმართვას",- ნათქვამია მწარმოებელთა ფედერაციის განცხადებაში.