ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სამადაშვილი ბლინკენის განცხადებაზე: ბევრი უთმინეს, ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს

,,ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს უკან შემობრუნების გზა არ აქვს. მისივე განცხადებით, თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

,,როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე - ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას.

ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს.

თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.