ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანიე, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნაზე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, სწორედ ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი.
„სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.
პაპუაშვილის განცხადებით, შეიქმნება ბაზა იმ პირებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.
This is what authoritarianism looks like. Shame on the Georgian Dream and those enabling its destruction of Georgian people’s hopes and aspirations https://t.co/8a80NYvqGF
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 8, 2024