ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი ვაშაძე: დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში

ქართველმა ხალხმა ნამდვილად აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი უდრეკი ერი, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს ცივილიზებულ სამყაროში. დიახ, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ორი თვის მანძილზე უპრეცედენტოდ განგრძობადმა პროტესტმა მთელი მსოფლიოს აღიარება მოიპოვა და ამ აქციებზე გამოსული ადამიანების ხმა ესმის ამერიკის პრეზიდენტს, ესმის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ესმით ევროკავშირის ლიდერებს და მთელ მსოფლიოს, მაგრამ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას.

„ამიტომ არის, რომ პროტესტი გრძელდება. დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღევანდელ დღეს ბევრჯერ გაიხსენებს ქართველი ხალხი. ვინ რა ნაბიჯი გადადგა, ვინ რა პოზიცია დაიჭირა და ვინ უერთგულა სამშობლოს ინტერესებს და ვინ უერთგულა მხოლოდ პარტიას? ეს არის რეალურად დღევანდელი დღე!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.