ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას „ქართული ოცნების“ დატოვება და ოპოზიციაში გადასვლა ურჩია

იმის მიუხედავად, რა ზეწოლა წამოვა ჩვენზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენ თუ ახლა დატოვებთ მმართველ პარტიას, გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ამ ქვეყანას თავიდან ააცილებთ, - ასე მიმართა „გირჩის”დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, „გირჩი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების გამო, არ გახდნენ დაცინვისა და ჩაგვრის მსხვერპლი.

„მოდით, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ არც ბულინგის, არც დაცინვის მსხვერპლი იმიტომ, რომ ამით კარგი საქმე გექნებათ გაკეთებული. მოდით, ეს ნაბიჯი ყველამ ერთად გადავდგათ იმიტომ, რომ უფსკრულის პირას ბოლო ნაბიჯის გადადგმას ჩემი აზრით, ყველანაირი ნაბიჯი სჯობს. ვერ ხვდებით ახლა, სად მიდის ეს ქვეყანა, რაც მთავარია, ვერ ხვდებით იმას, რომ საქართველო აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. რაც უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიქნებით, იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღებს მონაწილეობს, უფრო და უფრო ექნება დისკომფორტული ცხოვრება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, ამას გისურვებთ თქვენც!“, - მიმართა ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს.