ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რიბა ბერაძე: სალომე ზურაბიშვილი დაამახსოვრდება ისტორიას, როგორც ქვეყნის მოღალატე, ურეიტინგო პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი გახდა პოლარიზაციის გაღრმავების იარაღი ამ ქვეყანაში. დასანანია, რომ მან არ განაგრძო ღირსეული წინაპრების გზა და ვერასოდეს გახდება მათნაირი სახელმწიფო მოღვაწე. ის დაამახსოვრდება ისტორიას, როგორც ქვეყნის მოღალატე, ურეიტინგო პრეზიდენტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართული ქარტიის“ გამოცხადების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს თამამად შეიძლება ეწოდოს „ლუსტრაციის კანონი".

„ერთ მხარეს დგას სახედაკარგული, უსამშობლო ოპოზიცია, რომელიც უცხო ძალების ინტერესებით მოქმედებს, მეორე მხარეს კი - ხელისუფლება, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში მუდამ იქნება მშვიდობა! ვფიქრობ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ქართველ ხალხს ასეთი მარტივი არჩევანი ჯერ არ ჰქონია! 2024 წლის 26 ოქტომბერს დაიწერება ახალი ისტორია ჩვენი ქვეყნისათვის - საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - განაცხადა რიმა ბერაძემ.