გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ ,,აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის საკითხზე განაცხადა.
რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა, ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ სანქციებისთვის მზადაა.
„ამაზე დიდი ხანია გვესმის, გვემუქრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება და ჩემი ქვეყანა უკეთესად ივლის ამ გზით, რასაც ჰქვია ვეტოს დაძლევა და ამ კანონის მიღება, მე მზად ვარ, რომ დამასანქცირონ“, - აცხადებს ბერაძე „პალიტრანიუსთან" საუბრისას.
დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.