პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი „აგენტების კანონის“ მხარდაჭერას გეგმავს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ [კანონის მხარდაჭერას], ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.