ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალა პაპუაშვილი: დღეს რეფერენდუმი შედგა, ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი და მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, მხარი დაუჭირა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, ახლა ეს უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ. კერძოდ, დამოკიდებულება უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ.

მისივე თქმით, ახლა დაუდგება ოპოზიციას ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს და მიიღოს გადაწყვეტილება, დგას თუ არა ქართველი ხალხის მხარეს.

„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რაც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოს, ისე ზოგადად, სამყაროს. დღეს ცდილობენ, ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრი რამე ამოატრიალონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ. კერძოდ, დამოკიდებულება უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, სამი ეპოსტაზი, რომ ოჯახში არის მამა, დედა, ბავშვი, სადაც არის კაცი, ქალი და ბავშვი, ეს გაგება იყოს სრულად აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან.

იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. დღეს ბოლო დღე იყო ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის. დღეს 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დღეს ფაქტობრივად, შედგა რეფერენდუმი ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე და დღეს ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, თავისი ხმის გაგონებით დაუჭირა მხარი. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის ეს რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. ჩვენ უკვე დავიწყებთ საპარლამენტო განხილვას კონსტიტუციური კანონის პროექტის. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდა და მიიღოს გადაწყვეტილება - დგას ქართველი ხალხის მხარეს თუ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ღირებულებები შეარყიონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.