ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, 28 მაისს, ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა.
„ხვალ სამშაბათია, ჯერ არის პოლიტიკური განცხადებები.თუ [ოპოზიციონერი დეპუტატები] მიიღებენ მონაწილეობას დაახლოებით 2-3 გრძელდება ხოლმე პოლიტიკური განცხადებები და შემდეგ პირველივე საკითხად განვიხილავთ ვეტოს საკითხს და პირველი მოსმენის რეგლამენტითაა განხილვა, სადაც კითხვებია, პასუხებია, გამოსვლებია და ვიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და, რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დღეს მხარი არ დაუჭირა.