პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.
ხაბეიშვილის სიტყვის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრების შეძახილები და დიტო სამხარაძის გინება ისმოდა. კანონმდებლებმა დარბაზში, სკამებს შორის იჩხუბეს.
ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა კვლავ განახლდა. საკონონმდებლო ორგანო „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.