ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ომბუდსმენი თავდასხმებზე: მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქმედებები პოლიციისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას.

მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

თავდასხმის შესახებ განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმა ჩიქოვანმა და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერმა, ლაშა ღვინიანიძემ. ასევე, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ.